დიდ ბრიტანეთში პაკისტანური ქორწილი მასობრივი შეხლა-შემოხლით დასრულდა. დღესასწაულიდან კადრებს Daily Mail ავრცელებს.
ტრადიციული მუსლიმანური ცერემონია, რომელიც მანჩესტერში ტარდებოდა, დიდ კონფლიქტად გადაიქცა და ვიდეოშიც მოხვდა. 6-წუთიან ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ მიდის მამაკაცების მაგიდასთან უცნობი პირი და ერთ-ერთ სტუმარს თავსაბურავს ხდის.
რამდენიმე წამში სიტუაცია უკონტროლო გახდა. მამაკაცებმა ერთმანეთს ცემა დაუწყეს, ერთი მოჩხუბარი მეორეს ჯოხს ურტყავდა, სხვებმა თეფშები მოიმარჯვეს. მექორწინეებმა მალევე დაანგრიეს გამყოფი კედელი, რომელიც მამაკაცებს ქალებისგან ყოფდა და ქორწილის სტუმრებს თავისი ადგილების დატოვება მოუხდათ, რათა უმისამართო მუშტი აერიდებინათ თავიდან.
რაღაც მომენტში ერთ-ერთმა მოჩხუბარმა იარაღად სკამის გამოყენება დაიწყო. სიძე-პატარძალი მიმდინარე მოვლენებს შორიდან უყურებდა და არაფრის გაკეთება შეეძლო.
ცოტა ხანში ადგილზე პოლიცია გამოიძახეს და კონფლიქტიც ამის შემდეგ დასრულდა. რამდენიმე სტუმარი დააპატიმრეს კიდეც, რადგან მათ პოლიციასთან სცადეს ჩხუბის გაგრძელება.
კონფლიქტის დაწყების მიზეზი უცნობია.