LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: McLaren თანამშრომლებს ჩაის სინქრონულ დალევას აიძულებს

27

ბრიტანულმა კომპანია McLaren ისწრაფვის მაქსიმალურად გააუმჯობესოს თანამშრომლების ეფექტური მუშაობა და შიდაგანაწესის ახალი წესებით გააოგნა ისინი. აღსანიშნავია, რომ სამუშაო ადგილზე შრომისუნარიანობას ჩაის სინქრონული დალევა ზრდის. ასევე მკაცრად არის სტანდარტიზებული იატაკის ფილების ზომაც.

ვიდეოჰოსტინგ YouTube-ზე, McLaren-ის არხზე სულ ახალი ვიდეორგოლი გაჩნდა, სადაც კომპანიის სიახლეებზეა საუბარი. ბრენდის ხელმძღვანელობის აზრით, ჩაის სინქრონიზებული დალევა ფუჭად დაკარგულ დროს შეამცირებს. ხოლო McLaren Technology Center-ის კონტროლის ხარისხის განყოფილების ხელმძღვანელებს იატაკის ფილების გაზომვა დაევალათ – 0,01 მილიმეტრით ნორმიდან გადახრა სამუშაოს ხარისხზე ნეგატიურად აისახება.

ეს ყველაფერი არ არის, წესრიგის შესანარჩუნებლად, აუცილებელია თანამშრომელებმა ერთნაირად იარონ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კომპანიის საპირველაპრილო ხუმრობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები