კომპანია Mercedes-Benz-მა მდიდრული კონცეპტის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. Vision Mercedes-Maybach Ultimate Luxury-ის დებიუტი თვის ბოლოს პეკინის ავტოსალონზე შედგება. ამჯერად მწარმოებელმა აჩვენა, როგორ გამოიყურება სავარძლების მეორე რიგი, სადაც ცენტრალურ ნაწილში ჩაის ჩინური ნაკრებია განთავსებული.
ცოტა ხნის წინ გერმანელებმა სალონის წინა ნაწილის დემონსტრირება მოახდინეს. როგორც ცნობილია, სალონის გაწყობისას თეთრი ტყავი, ალუმინი და ხე გამოიყენეს. ხოლო ლოგოტიპები ოქროსგან ჩამოასხეს.
სიახლის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, ეს იქნება ყველგანმავალი, რომელიც GLS-ის ახალი თაობის წინაპარი იქნება.