ჟურნალისტი მაია ასათიანი sashakatsmann-ის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც გადაცემა „პროფილზე“ და დღევანდელ დღეს ტელევიზიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„მე არ შემიძლია, რომ ვიყო მეორე. როდესაც პირველი ხარ და წინ იყურები გაშლილი სივრცე ჩანს. მეორე რომ ხარ კეფას უყურებ ვიღაცას. გაუკვალავ თოვლში სიარული მიყვარს, სადაც პირველი შენ მიდიხარ და ახალ-ახალ რაღაცებს აღმოაჩენ.
არ ვტრაბახობ, მაგრამ ზოგადად ვთვლი, რომ ასეთი ტიპის თოქ-შოუების დრო დამთავრდა. იმიტომ კი არა რომ მე არ ვარ, დამთავრებულია.
ტელევიზიის დროც მთავრდება“, – აცხადებს მაია ასათიანი.