ქართველი ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს.
როგორც მისი მეუღლე, სალი წვერავა სოციალურ ქსელში წერს, გიორგი დამაძინებლებით გააბრუეს.
სალის თქმით, მან მეუღლეს ტელეფონის თანხა გადაურიცხა, რის შემდეგად გიორგი ამაზონის ჯუნგლებში ვიდეოს გადასაღებად მაინც გაემგზავრა.
როგორც სალი ჰყვება, ერთადერთი რაც საზოგადოებას თხოვა ეს იყო მორალური მხარდაჭერა, რომ როდესაც გიორგი ჩამოვიდოდა თავი მხნედ ეგრძნო.
„მე არანაირი თანხა მიხსენებია არსად, ერთადერთი თქვენ რაც გთხოვეთ ეს იყო მორალური მხარდაჭერა და სიტყვებით გამხნევება, რადგან მისთვის დიდი დანაკარგია ეს ნივთები, რომელსაც გაჰყვა მისი კადრები, რაც კი აქამდე ჰქონდა გადაღებული. მისთვის ეს მოგზაურობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. რთულია ამ ყველაფერთან გამკლავება, გუშინ მეც ძალიან ემოციურად ვიყავი. ადამიანი წავიდა თავისი ბავშვობის ოცნების ასახდენად და დაკარგა ყველაფერი“, – ამბობს სალი.
მისი თქმით, ფული ჩაურიცხა გიდს, რომელიც წინასწარ დაიქირავეს და გადაუხადეს თანხა, სწორედ გიდმა მიაქცია გიორგის ყურადღება და წაიყვანა სავადმყოფოში, ასევე გიდს სალიმ, ჩაურიცხა ფული, რომლითაც ტელეფონი იყიდა გიორგიმ და ისე წავიდა ამაზონის ჯუნგლებში გადასაღებად.
„გიორგი, რომ უკან დაბრუნდეს ყველა საბუთი მზად არის. ჩართულია ყველა ადამიანი, ასეთ შემთხვევაში არ მზადდება პასპორტი, მზადდება უკან დასაბრუნებელი საბუთი, რომელიც უკვე მზადაა“, – ამბობს ინფლუენსერი.
ვიდეო: „სიტყვებს ვერ ვუყრი თავს…მთავარია ცოცხალია“ – ვლოგერი გიორგი ჯობავა ეკვადორში გაძარცვეს