თიკა ფაცაცია ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომელიც სულ მალე გამოვა.
მომღერალი სოციალურ ქსელში გვიზიარებს კადრებს და აღნიშნავს, რომ მისი ოცნება ახდა.
„და გადავედით შემდეგ ეტაპზე, სიმღერის ჩაწერაზე და აქ უკვე გესმით ფრაზა სრულად:
„მე ბედნიერების მჯერა, მოვა და ფრთებს გაგიშლის, გიპოვის თუ მზად ხარ ამისთვის”.
ამას მოგვიანებით მოჰყვა იდეა ვიდეოკლიპის და დავიწყეთ ისევ მუშაობ.
ამ ყველაფერში დიდი შრომა დევს და ამიტომაც დასჭირდა წელიწად ნახევარი. ბედნიერების ცრემლებს მწმენდს რუსა“, – წერს თიკა ფაცაცია.