LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე და ნინა ერთი ოჯახი ვართ, გვაერთიანებს ნიკო“ – რას ჰყვება ეკა ნიჟარაძე ნინა ჩოდრიშვილთან ურთიერთობაზე

652
ეკა ნიჟარაძე

ეკა ჩხეიძის გადაცემის „პირველი სტუდიის“ გასული ეპიზოდის სტუმარი მსახიობი ეკა ნიჟარაძე იყო.

„ნიკოს მოვუხდიდი ბოდიშს იმისთვის, რომ გული ვატკინე…“ – რას ნანობს მსახიობი ეკა ნიჟარაძე და რას არ მიიჩნევს შეცდომად

მსახიობმა გადაცემაში ვრცლად და გულწრფელად ისაუბრა ბავშვობის, კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ.

როგორც ამავე გადაცემაში ეკა ნიჟარაძემ წამყვანის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მას ყოფილი მეუღლის, ნიკო გომელაურის მეუღლესთან, ნინა ჩოდრიშვილთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს და მათ ნიკო გომელაური აერთიანებთ:

„ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ახლახან დაბადების დღე მომილოცა და დამიწერა: „გილოცავ, შენი სიხარული და ბედნიერება ჩემი სიხარული და ბედნიერებაც არის“, კომენტარში დაგვიწერეს: „ვაიმე, რა იდილიაა“, მართლაც ასეა, იმიტომ, რომ მე და ნიკო ერთმანეთს ნინას გამო არ გავცილებივართ, პირიქით, მე ძალიან მადლობელი ვიყავი ნინასი მაშინაც…

ერთი ოჯახი ვართ, თავისი შვილებით, შვილიშვილებით, მე ჩემი შვილებით შვილიშვილებით და გვაერთიანებს ნიკო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ეკა ნიჟარაძემ.

ვიდეო: „მამაჩემთან ფოტო არ მაქვს…ვიფიქრე ხომ არ დავამონტაჟო მეთქი“ – ეკა ნიჟარაძის ემოციური ინტერვიუ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g