შორენა ბეგაშვილი გვაჩვენებს ახალი სათამაშოს – „ლაბუბუს“ საკუთარ კოლექციას. მას უკვე 7 ცალი ასეთი სათამაშო აქვს, რომელიც მცირე ხნის წინ გამოუშვეს და მთელ მსოფლიოში უკვე ვირუსულად არის გავრცელებული. ის ჰონგ-კონგელმა დიზაინერმა შექმნა და „მონსტრების“ სერიის ნაწილია. მთელ მსოფლიოში ცნობილ სახეებს ის „ერმესის“ ჩანთებზე უკეთიათ, მათ შორისაა კიმ კარდაშიანი.
სათამაშოები სხვადასხვა ფასთა კატეგორიაშია წარმოდგენილი, საკოლექციო ეგზემპლარები კი გაცილებით ძვირი ღირს. ახლახან გამოუშვეს ადამიანის ზომის „ლაბუბუ“, რომლის ფასიც 150 000 დოლარია.
„მე – ორი კვირის წინ – რა არის ლაბუბუ? ასევე მე…“ – წერს შორენა და აქვეყნებს „ერმესის“ ჩანთის ვიდეოს, სადაც ძვირად ღირებულ ჩანთას შვიდი ცალი „ლაბუბუ“ ამშვენებს.