LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მე ვარ ბედნიერი ადამიანი, რადგან ვარ მისი ნათლული… 3 წლის ვიყავი, როცა პატრიარქი ბათუმში ჩამობრძანდა და მოინათლა 5000 ადამიანი, მათ შორის, მეც…“ – რას იხსენებს „იმედის“ ეთერში აჩიკო ბერიძე

526
აჩიკო ბერიძე

აჩიკო ბერიძემ „იმედის“ ეთერში საქართველოს პატრიარქის მიერ დაწერილი საგალობელი „დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო“ თავის სოლოკონცერტზე შეასრულა, შემდეგ კი მასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ძალიან გვიჭირს ყველას საუბარი… ამ ემოციების მართვა ძალიან რთულია, თუმცა დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ის, რომ ეს ადამიანი ღირსეულად გავაცილოთ და გავიაროთ ეს მძიმე დღეები, გავერთიანდეთ და მისთვის ვილოცოთ… დარჩა მოგონებები… ამ ემოციებისგან გამოსვლისთვის დიდი ხანი დაგვჭირდება, გადავხედავთ თითოეულ მის სიტყვას.

ყველა, ალბათ, თავის ისტორიას მოყვება. ვარ ბედნიერი ადამიანი, რომ ვარ მისი ნათლული. 1989 წლის 16 მაისს, როცა ბათუმის ტაძარი აკურთხა ჩვენმა პატრიარქმა და ჩამობრძანდა ჩვენთან, იმ დღეს მოინათლა 5000 ადამიანი და მათ შორის, მეც. ვიყავი სამი წლის. უამრავი ხალხი იყო გამოსული. ეს ის პერიოდია, ქვეყანამ რომ გამოიარა 9 აპრილი. იყო საყოველთაო ნათლობა. ამ სტრესისგან, ნერვიულობისგან და ტრაგედიისგან სულ რაღაც ერთი თვის თავზე მოხდა ეს მოვლენა ჩვენს ქალაქში, ბათუმში. რა იმედით გამოვიდა ხალხი, ხომ წარმოგიდგენიათ. სახალხო ნათლობა იყო უდიდესი მადლი… რომ გავიაზრე, რომ პატრიარქი იყო ჩემი ნათლული, მინდოდა, მადლობა გადამეხადა.

ჩემს კონცერტზე შესრულებული საგალობელიც იყო მადლიერება, რომ შემესრულებინა მისივე დაწერილი საგალობელი – „დავიღალე“. მისი შესრულებისას ვიაზრებდი, თურმე როგორი შემოქმედი და ხელოვანი იყო ეს ადამიანი და როგორ გრძნობდა ქართულ სულს. ეს კიდევ უფრო მეტად მიძლიერებდა ემოციას. ძალიან გამიჭირდა ამ საგალობლის შესრულება. გარდა იმისა, რომ ვმღეროდი, ბევრი ემოცია იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g