LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მეგან მარკლის კულინარიული შოუს ანონსმა სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

225
page

სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის ახალი კულინარიული შოუს მეორე სეზონის ანონსმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საზოგადოების ყურადღება რეცეპტზე ნაკლებად, მისმა შთამბეჭდავმა სამკაულებმა მიიპყრო.

ვიდეოში, სადაც მეგანი კონსერვირებული პროდუქტებით პასტის მომზადებას გვასწავლის, ბრწყინავს მისი სამკაულები, რომელთა საერთო ღირებულებაც დაახლოებით 270 ათასი დოლარია.

საათი – პრინცესა დაიანას Cartier Tank Française, რომლის ღირებულება 24 ათასი დოლარია. საათს ავსებს იმავე ბრენდის, 18-კარატიანი ოქროს სამაჯური, რომლის ფასიც 9,5 ათას დოლარს აღწევს და Jennifer Meyer-ის კლასიკური სამაჯური 3 ათას დოლარად.

მეგანს აგრეთვე ამშვენებს ოქროს ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მას დედოფალმა ელისაბედ II-მ აჩუქა და მისი სავარაუდო ღირებულება 13 ათასი დოლარია. მასთან ერთად მას ეკეთა კიდევ ერთი ბეჭედი, რომელიც 108 ათას დოლარად ფასდება.

ყველაზე ძვირფასი დეტალი კი, ცხადია, დაიანას კოლექციიდან ნიშნობის ბეჭედია, ეს სამკაული 162 ათას დოლარად არის შეფასებული.

მეგან მარკლი ამბობს, რომ მისი და პრინცი ჰარის შვილები ბაზარში პროდუქტებს ყიდიან

ტიკ-ტოკ ტრენდზე აცეკვებული სასექსის ჰერცოგინია და პრინცი ჰარი – მეგან მარკლი ვიდეოს ავრცელებს, რომელიც ინტერნეტსივრცეს იპყრობს

მეგან მარკლი გვირჩევს მაგიდა 10 000-დოლარიანი ყვავილებით გავაფორმოთ – კულინარიული შოუ სკანდალებით გრძელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები