LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მეკითხებოდნენ რომ არ შეგრცხვაო და არ შემრცხვა…წავედი და სამკაულები ოქროს ბირჟაზე ჩავაბარე“ – როგორ შექმნა მაია ასათიანმა თავისი კოსმეტიკის ბრენდი

400
2025-07-03_22-54-39_402807

ჟურნალისტი მაია ასათიანი sashakatsmann-ის პოდკასტს სტუმრობდა, სადაც თავისი კოსმეტიკის ბრენდის M-110-ის შექმნის ისტორიაზე საზოგადოებას უამბო.

როგორც მაია იხსენებს, ბრენდის შესაქმნელად თავისი ოქროს სამკაულების გაყიდვა მოუწია.

„3 წელი უმუშევარი როდესაც ხარ ფული არ გაქვს და კრედიტიც არავინ მომცა. მერე რა რომ მაია ასათიანი ხარ, უმუშევარი ხართ ქალბატონო და რა კრედიტი. არ მქონდა ბევრი, მაგრამ რაც მქონდა ოქროული მოვაგროვე და წავედი ოქროს ბირჟაზე. მე თუ რაღაცა მინდა, ვერ გამაჩერებს ვერავინ. მეკითხებოდნენ რომ არ შეგრცხვაო და არ შემრცხვა. არც სათვალე გამიკეთებია და არც არაფერი. წავედი და ჩავაბარე.

ეთერში გასასვლელად ფეხსაცმელი ბაბუამ მიყიდა ბებიის ოქროს მედლით. 3600 ლარი მომივიდა და ამ თანხით გავაკეთე კრემი, რამდენიც გამომივიდა. ამ დროს მაქვს ინსტაგრამი, რომელსაც 198 000 გამომწერი ჰყავს და აი მანდ შემეშინდა. იქნებ არ გამოვიდეს. მე ხომ მაშინ გადაცემას ვყიდიდი და არა პროდუქტს. რომ მწერდნენ ყველას მე ვპასუხობდი და საღამომდე ყველა გაიყიდა“, – ჰყვება მაია ასათიანი.

ვიდეო: ატირებული მაია ასათიანი გამომწერის კრიტიკას პასუხობს: „არ მინდოდა, ვინმეს ასეთი ვენახე.. 8 წელი გავიდა… ყველა დღე არის ბრძოლა ჩემნაირი ქალისთვის…“

ვიდეო: „ამ კითხვას მისვამენ ყველაზე ხშირად… ისიც კი ვიცი, როგორ მივესალმები და როგორ დავემშვიდობები“ – მაია ასათიანი პასუხობს კითხვას „როდის ბრუნდება გადაცემა „პროფილი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g