LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Met Gala 2023-ის თანაორგანიზატორების ვინაობა და თემა ცნობილია

290
inbound6442839413542032452

ტეილორ სვიფტი, რიანა, ლედი გაგა, ტიმოთი შალამე, ჰარი სტაილზი – ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სხვადასხვა წელს კოსტიუმების წვეულების – Met Gala თანაორგანიზატორის ფუნქცია ჩაიბარეს.

გაირკვა, რომ „ვოგის“ დირექტორ – ანა ვინტურს, 2023 წლის გალა შეხვედრის დაგეგმვაში, დუა ლიპა დაეხმარება.

ცნობისთვის, 27 წლის მომღერლის დებიუტი ღონისძიებაზე 2019 წელს შედგა, სადაც ის ,,ვერსაჩეს” კაბით წარდგა.

ფოტო: Met Gala-ს დედოფალი ირჩევს „ბალენსიაგას“ – ბარბადოსელი ლამაზმანი წითელ ხალიჩაზე შეყვარებულთან ერთად გამოჩნდა

საპატიო მისიას შეასრულებენ ასევე, 27 წლის სცენარისტი და სატელევიზიო სახე – მიკაელა კოელი, 48 წლის მსახიობი – პენელოპე კრუსი და 41 წლის ჩოგბურთელი – როჯერ ფედერერი.

მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი წლევანდელ Met Gala-ს 1-ელ მაისს უმასპინძლებს.

ყველაზე მოდური საღამოს თემა, ,,კარლ ლაგერფელდი: სილამაზის ხაზი” – ლეგენდარულ გერმანელ დიზაინერ – კარლ ლაგერფელდს ეძღვნება. ის 2019 წელს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები