LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მიიღეთ 15 გრამი კარაქი ყოველდღიურად საუზმეზე და დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს“ – რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა

1304
შოთა ჯანჯღავა

როგორ უნდა დავიკლოთ წონაში 35 წლის ასაკიდან?

ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლის მარტივ გზებზე ისაუბრა ენდოკრინოლოგმა, შოთა ჯანჯღავამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“:

„15 გრამი კარაქი სტანდარტული დიეტის დროსაც კი სრულიად გამოყენებადი პროდუქტია, რადგან ჩვენ ცხიმი გვჭირდება…

ალბათ შეხვედრიხართ, ზედმეტად გამხდარ ქალბატონებს, რომელთაც შესაძლოა ციკლი დარღვეული ჰქონდეთ, რადგან ქალის ჰორმონების სინთეზი არ ხდება ისე როგორც საჭიროა.

მაგალითად ანორექსიის მქონე პაციენტებს ხშირად ციკლი დარღვეული აქვთ, რადგან არ აქვთ ცხიმის რეზერვი ორგანიზმში, რითაც სინთეზირდება ეს ჰორმონები.

ამიტომ საუზმეზე მიიღეთ ავოკადოს ტოსტი, შვრიის ფაფა ყველთან, რძესთან და კარაქთან ერთად ან უბრალო ტოსტი ყველით და კვერცხით“,- ამბობს შოთა ჯანჯღავა.

მიიღეთ 15 გრამი კარაქი ყოველდღიურად საუზმეზე და დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს

📌🧈 მიიღეთ 15 გრამი კარაქი ყოველდღიურად საუზმეზე და დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on პარასკევი, 24 იანვარი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g