LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ჩვენი მოდის სახლის ჩვენება შედგა მილანში – მოდელებთან ერთად, პოდიუმზე წარდგნენ ძუძუს კიბოს პაციენტი ქალბატონები „EUROPA DONNA GEORGIA“ ორგანიზაციიდან“ – თინათინ მაღალაშვილი

144
თინათინ მაღალაშვილი

დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, მათი მოდის სახლის ჩვენება შედგა, სადაც მოდელებთან ერთად, პოდიუმზე წარდგნენ ძუძუს კიბოს პაციენტი ქალბატონები „EUROPA DONNA GEORGIA“ ორგანიზაციიდან.

თინათინ მაღალაშვილი მადლიერებას გამოხატავს მილანში, საქართველოს საკონსულოს მიმართ და წერს, რომ სამომავლოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები ძალიან დროულია ქართული მოდის მიმართულებისთვის.

„ბოლო ერთი წელი, მძიმე მდგომარეობის ფონზე მომიწია ბევრი წარმატების ჩუმად „გადატანა“ მეგობრების და ახლობლების მოლოცვების ფონზე – ხმამაღლა მერიდება…. ((( მაგრამ 27 თებერვალს, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში, ჩვენი მოდის სახლის ჩვენება შედგა მილანში, ულამაზეს ლოკაციაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩვენებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან მოდელებთან ერთად, პოდიუმზე წარდგნენ ძუძუს კიბოს პაციენტი ქალბატონები „EUROPA DONNA GEORGIA“ ორგანიზაციიდან.

ჩვენების ფინალურ გამოსვლაზე, ქალბატონებმა სტუმრებს ძუძუს კიბოს სიმბოლური ვარდისფერი ბაფთები აჩუქეს, რაც კულმინაციური და ემოციური აღმოჩნდა დამსწრე საზოგადოებისათვის…

მოდის კვირეულს ესწრებოდნენ საქართველოს საკონსულოს წარმომადგენლები. მათთვის დიდი სიურპრიზი იყო ორი ქართული ბრენდის ჩვენება, „გელინოს“ – Tinatin Magalashvili და თეონა მოსიას „მეგრული ჯაზის“ – Kharchi ფონზე.

მადლობა მინდა გადავუხადო, ქართული დელეგაციის სახელით საქართველოს საკონსულოს მილანში – სამომავლოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი პერსპექტივები ძალიან დროულია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქართული მოდის მიმართულებისთვის“, – წერს თინათინ მაღალაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g