LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მითხრა იქნებ დაგადგეს საშველიო… ყველასნაირი ქმარი არ მინდა მეთქი და ამიტომ ვიცდიდი: თეა წულუკიანი

1817
თეა წულუკიანი

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გადაცემაში „სხვა კითხვები“ იმყოფებოდა სტუმრად. სადაც სხვა თემებთან ერთად, პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა.

„საქართველოში მეზობელმაც კი შენზე უკეთესად იცოდა, როდის ჯობს, რომ დაქორწინდე, შექმნა ოჯახი და რჩევებსაც არ იშურებდნენ ხოლმე. რასაკვირველია, ოჯახის წევრები…. გარემო, რომელიც თვლიდა, რომ შეუძლია დაგარიგოს ჭკუა, რა ჯობს. დღევანდელი გადასახედიდან, რომ ვუყურებ, მე კარგად გავუძელი ამ წნეხს. ყოველთვის ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ მე ვწყვეტ რა მირჩევნია, მაგრამ ეს მაინც და მაინც კარგად გაგებული არ იყო ხოლმე.

მახსოვს, ჩემზე ბევრად ასაკიანმა ქალმა მირჩია, „იქნებ დაგადგეს საშველი“ და ა.შ. და იმდენად გავღიზიანდი ვუთხარი, რომ ყველასნაირი ქმარი არ მინდა-მეთქი და ამიტომ ვიცდი. ეს ძალიან ცუდი პასუხია, მაგრამ…

არავის არ უცდია, ჩემთვის ვინმე გაერიგებინა. ალბათ თვლიდნენ, რომ არავის გაუბედურება არ უნდოდათ.

ვის რად უნდა ამდენი სწავლა, ქალი უნდა გათხოვდეს – ეს იყო. ახლა ნაკლებად ხშირად ემართებათ ეს ახალგაზრდა ქალებს.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევაზე უფრო ცუდი არაფერია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g