ტელეწამყვანი და მსახიობი სალომე შარვაძე მეგობრებთან ერთად თურქეთში იმყოფებოდა.
„ბოლოს აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კამპანიაში ამოვყავი თავი“, – წერს სტამბოლის ქუჩაში აცეკვებული მსახიობი.
როგორც სალომე შარვაძე „ფორტუნას“ უყვება, ვიდეოს გადაღების იდეა სპონტანურად მოუვიდა.
„სტამბოლში მანიკა ასათიანთან, ლიზა ბაგრატიონთან და ბახვა ბრეგვაძესთან ერთად ვიყავი. ქუჩაში დროს მხიარულად ვატარებდით. ამ დროს საარჩევნო კამპანიის მანქანამ გამოიარა. სიმღერა იყო ჩართული და ცეკვა მომინდა. სხვათა შორის, კარგი ფეხი მქონია. ვის საარჩევნო კამპანიაშიც მოვხვდი, გაიმარჯვა“. – ამბობს სალომე შარვაძე „ფორტუნასთან“.
ცნობისთვის, თურქეთში მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.