მომღერალი ლელა წურწუმია, მეუღლესთან ერთად არჩევნებზე უკვე იმყოფებოდა.
„მივეცით ხმა, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად ევროპისკენ“, – ამბობს ლელა წურწუმია.
ცნობისათვის, დღეს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს – ამომრჩევლებმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყეს.
პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ტარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს.