ხელოვანი მარგარეტ დაიაური, მეუღლესთან ერთად ხევსურეთის მთებში გადაღებულ ვიდეოს გვიზიარებს.
“მიყვარხარ დელფინიკო”, – წერს მარგარეტი ვიდეოზე.
მარგარეტ დაიაური, რომელიც მეუღლესთან ერთად შატილში ცხოვრობს, ხევსურულ კაფესა და სახელოსნოს ფლობს.
მან „აწარმოე საქართველოდან“ გრანტი მოიგო და მეგობრებს საინტერესო ამბავიც გაუზიარა, როგორ გაუმართა ხელი ნორვეგიელმა ჟურნალისტმა:
„უსაყვარლესმა და უკეთილშობილესმა, მარიამ ისაკაძემ შატილში ნორვეგიელი ჟურნალისტი მოიყვანა, სტატია უნდა დაეწერა ჩვენზე, ინტერვიუსას, ჩემი ისტორია მოისმინა, ასევე, მოისმინა მიზნები, გეგმები, გრანტის ამბავი, ნახა ჩემი ნამუშევრები და მითხრა, დიდი მომავალი გაქვსო, საჩუქრები დამიტოვეს და წავიდნენ.
დღეს, ბო ისევ დაბრუნდა, დაბრუნდა ერთადერთი მიზეზით, რომ ჩემთვის 1500 ლარი ეჩუქებინა, იმ თანადაფინანსების ნახევარი, რაც მე უნდა დამედო „აწარმოე საქართველოსთვის“, ეს ფული ნორვეგიელებმა შეაგროვეს ბოს ინიციატივით.
ჰოდა, მინდა იცნობდეთ ამ ადამიანს, ნორვეგიელ ჟურნალისტს, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, რომელსაც, წესით, არც უნდა მიექცია ყურადღება იმ თანადაფინანსების თანხისთვის, მაგრამ იმდენად კეთილი, საყვარელი და იშვიათი ადამიანია, ამისთვის დაბრუნდა.
უდიდესი მადლობა!
ჩემს სახელოსნოსა და საგამოფენო სივრცეში მოსულ სტუმრებს, აუცილებლად ეცოდინებათ, ვინ არის ბო და ჩემს წამოწყებულ იდეას ხევსურეთში, დასაწყისშივე როგორ დაუჭირა მხარი. ბომ, არა მხოლოდ მე დამიჭირა მხარი, არამედ ხევსურეთს, შატილს და მის განვითარებას !“
ამავე თემაზე:
ვიდეო: “ნიჭის ზეიმი ხარ” – მარგარეტ დაიაურის ცეკვა ხევსურეთის მთების ფონზე
ვიდეო: “მთის ცხოვრება” – მარგარეტ დაიაური ულამაზეს ვიდეოს გვიზიარებს
„უსაყვარლესი კელი დეგნანი კაფეში გვესტუმრა“ – მარგარეტ დაიაური