LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მკითხავთან სიარული უდიდესი ცოდვაა.. თუ ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, არანაირი უფლება არ აქვს მკითხავთან იაროს“ – დეკანოზი შალვა კეკელია

148
fot

„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი ტაძარში დადის, აღსარებას აბარებს, ეზიარება, დღეს ეკლესიაში მოდიან, ხვალ კი მკითხავთან დადიან და მკითხავს ეკითხებიან ცხოვრების წესი როგორ დაილაგონ, ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვა“, – აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.

მის ვიდეომიმართვას ფეისბუკგვერდი „თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი“ ავრცელებს.

„ყველა მკითხავი ეშმაკის მსახურია, ღმერთის მსახური ან კეთილი მკითხავი, არ არსებობს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეკლესია არანაირ მკითხაობას არ აღიარებს, პირიქით, მკითხავთან სიარული უდიდესი ცოდვაა, თუ ადამიანი საკუთარ თავს ქრისტიანად მიიჩნევს, არანაირი უფლება არ აქვს მკითხავთან იაროს.

 

 

სამწუხაროდ ადამიანებს არ აქვთ გააზრებული რამდენად დიდი ცოდვაა, მკითხაობა და მკითხავთან სიარული..

Posted by თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარი on Thursday, 6 April 2023

 

 

სამწუხაროდ, ადამიანებს არ აქვთ გააზრებული რამდენად დიდი ცოდვაა მკითხაობა და მკითხავთან სიარული..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები