„მომავალი გენიოსი პიანისტი, ასე დიდებსაც არ შეუძლია, ამ პაწაწუნაში რამხელა ნიჭია“, „პატარა საოცრება“, „სასწაული“, – ეს მცირე ჩამონათვალია სოციალურ ქსელში გამოხატული იმ რეაქციებისა, რომელიც სულ რაღაც 2 წლისა და 6 თვის დაჩი სოფრომაძემ დაიმსახურა.
საქმე ეხება პატარა ვირტუოზის შთამბეჭდავ ვიდეოს, რომელმაც მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.
„ჯერ ისე პატარა ეს როგორ უნდა ვასწავლო, ბევრს უსმენს და ღმერთისგან აქვს ეს ნიჭი ბოძებული. რაც ყველაზე მთავარია უყვარს და ამას სიამოვნებით აკეთებ“, – ამბობს დაჩის დედა სოციალურ ქსელში ერთ-ერთი კითხვის პასუხად.
ამასთან, პატარა ვირტუოზის დედა დაჩის გულშემატკივრებს კიდევ რამდენიმე ვიდეოს უზიარებს: