LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მოსახლეობის უმრავლესობამ წინა ხელისუფლება გაუშვა, მათ მიერ ჩადენილი ბევრი დანაშაულის გამო…კარგად ახსოვს ხალხს, როგორ „უყვარდათ“ მათ ადამიანები: მაია ჯაბუა

695
მაია ჯაბუა

მომღერალი მაია ჯაბუა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა და თქვა, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს და ახსოვთ, როგორ „უყვარდათ“ მათ ადამიანები და როგორ „კარგად ექცეოდნენ“ ისინი მოსახლეობას.

მისივე განმარტებით, საზოგადოება გაიზარდა და მიიღო გამოცდილება, რომ ქუჩაში გარჩეული პრობლემები არ მთავრდება არასდროს კეთილად და გამარჯვებით და რომ ამისთვის ცივილიზებულმა ადამიანებმა საარჩევნო სისტემა შექმნეს.

„ხშირად ვიმეორებთ ამას, რომ რაღაც მოჯადოებულ წრეზე დავდივართ, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ რაღაცას, რომ ვერ სწავლობ ის ბევრჯერ უნდა გაიმეორო ალბათ, რომ ბოლოდ და ბოლოს ისწავლო.

შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებამ ძალიან ბევრი რამ ისწავლა და ძალიან გაიზარდა, ასაკიც მოგვემატა, დიდი გამოცდილებაც მივიღეთ და იმ ასაკში შევიდა ჩვენიო საზოგადოება, როცა სიბრძნე მოდის.

მივიღეთ გამოცდილება, რომ ქუჩაში გარჩეული პრობლემები არ მთავრდება არასდროს კეთილად და გამარჯვებით. ამისთვის ცივილიზებულმა ადამიანებმა შექმნეს საარჩევნო სისტემა, სადაც მშვენივრად ვახერხებთ ჩვენი სურვილების დაფიქსირებას ამ გზით.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ წინა ხელისუფლება გაუშვა, სწორედ მათ მიერ ჩადენილი ბევრი დანაშაულის გამო. არა შეცდომების, არამედ დანაშაულის გამო. ჩვენ მათ ძალიან კარგად ვიცნობთ. ძალიან კარგად ახსოვს ხალხს, როგორ „უყვარდათ“ მათ ადამიანები და როგორ „კარგად ექცეოდნენ“ მათ მოსახლეობას. ეს არავის არ დავიწყებია. ნუ ჰგონიათ და ნუ იჯერებენ, რომ ისინი ახალი ფურცლიდან იწყებენ ცხოვრებას, მათ თვითონ არ სჯერათ ამისი.

სულ, რომ არ ყოფილიყო მათ მიერ განვლილი წლები, ის თვეებიც კმარა, როგორც ახლა იქცევიან“, – აცხადეს მაია ჯაბუა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g