შოთა და აჩი არველაძეებმა სახალისო ვიდეო გაავრცელეს. ტაშკენტის „პახტაკორმა“, სადაც მოგეხსენებათ შოთა მთავარი მწვრთნელია, ხოლო აჩი სპორტული მენეჯერი, უზბეკეთის თასის 1/8 ფინალში „სოგდიანას“ უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით – 8:1 დაამარცხა.
მოგება არველაძეებმა და ასისტენტებმა, გოჩა ტყებუჩავამ და თურქმა იბრაჰიმ ილმაზმა ცნობილი ქართული ფილმის, „ფეოლას“ მიხედვით აღნიშნეს. შოთა გასახდელში ზის (იპოლიტე ხვიჩიას გმირი), მასთან გუნდის წევრები შერბიან და გამარჯვებას ულოცავენ – „მოვიგეთ ფეოლა“. “გაგიჭირდებოდათ” – ასეთია დამრიგებლის პასუხი.
„პახტაკორმა“ უზბეკეთის ჩემპიონობა უკვე გაინაღდა და ახლა ქვეყნის თასის მოსაგებად იბრძვის.