LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მოწყალებას არასდროს მოვითხოვდი“ – მიკი რურკი მიმართვას ავრცელებს

311
page

მიკი რურკმა „ინსტაგრამზე“ ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც მკაცრად გააკრიტიკა მისი სახელით თანხების შეგროვების კამპანია. მანამდე ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს 73 წლის მსახიობმა ლოს-ანჯელესში საცხოვრებელი სახლის ქირის დავალიანების დასაფარად, ფინანსური დახმარების ესაჭიროებოდა და თანხების შეგროვება დაიწყო.

ვიდეოში რურკი ვარდისფერ მაისურსა და „ქოვბოის“ ქუდში გამოჩნდა, ხელში კი თავისი ძაღლი, ლაკი ეჭირა.

მსახიობმა განაცხადა, რომ „დამწუხრებულია“ და „დაბნეულია“, რადგან ვერ ხვდება, რატომ გადაწყვიტა ვინმემ მის სახელზე GoFundMe-ის პლატფორმაზე კამპანიის შექმნა. მისი თქმით, ეს ინიციატივა მას არ ეკუთვნის. რურკმა აღნიშნა, რომ ფული რომც დასჭირვებოდა, მოწყალებას არ ითხოვდა და ასეთი ქმედება მისთვის მიუღებელი იქნებოდა.

„ფული რომ დამჭირვებოდა, მოწყალებას არასდროს მოვითხოვდი, ჩემი სიამაყე ამის უფლებას არასდროს მომცემდა“, – განაცხადა მსახიობმა.

The Hollywood Reporter-ის ინფორმაციით, აღნიშნული კამპანია 4 იანვარს შექმნა ლია-ჯოელ ჯონსმა, რომელიც მიკი რურკის მენეჯერის, კიმბერლი ჰაინსის ასისტენტად მუშაობს. კამპანიის მიზნად მსახიობისთვის საცხოვრებელ სახლში დარჩენის შესაძლებლობის შენარჩუნება სახელდებოდა. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც რურკს 60 ათასი დოლარის ოდენობის ქირის დავალიანების გამო გამოსახლების შეტყობინება გადაეცა.

განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ თანხების შეგროვება რურკის „სრული ნებართვით“ მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის უკვე 100 ათას დოლარზე მეტია შეგროვებული.

პარიკიანი ქუდი და მოუწესრიგებელი ჩაცმულობა – 73 წლის მიკი რურკს, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, სახლის დატოვება და სასტუმროში გადაბარგება მოუწია

დაუძლურებულ მიკი რურკს, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო, სახლიდან ასახლებენ – 73 წლის მსახიობის უახლესი ფოტოები

ფოტო: „ბევრჯერ გავიმარჯვე, თუმცა, თავადაც ბევრი დარტყმა მივიღე“ – 72 წლის მიკი რურკის ტრანსფორმაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები