„დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკის – „დილის კარეოკეს“ სტუმრები, მეგობრები და კოლეგები – მომღერლები ოთო ნემსაძე და მარიტა როხვაძე იყვნენ.
მუსიკოსებმა სახალისო, მუსიკალურ შეჯიბრს თავი არაჩვეულებრივად გაართვეს, ყველა სიმღერა გამოიცნეს და თავადაც იმღერეს.
სიმღერის პარალელურად, ოთომ გადაცემაში მარიტასთან მეგობრობიდან ერთ-ერთი სახალისო ეპიზოდიც გაიხსენა:
„მრავალი წლის წინ, მარიტა, როგორც ჟურნალისტი ჩემთან ცუდი შეკითხვით მოვიდა, მანამდე ვუთხარი, ეგ შეკითხვა არ დამისვა-მეთქი… გაიარა ყველაფერმა, შევრიგდით“.
ოთო ნემსაძისა და მარიტა როხვაძის მხიარული “დილის კარაოკე”🎤🚗“ ჯეოსტარის” გამარჯვებულები ოთო ნემსაძისა და მარიტა როხვაძის მხიარული “დილის კარაოკე” – მეგობრები მუსიკალური გამოწვევების პირისპირ
Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2024