ნუგზარ, თამუნა ყურაშვილები და ანა აბჟანდაძე „მიმღერეს“ პირველ ეპიზოდში საინტერესო ტრიოთი ვიხილეთ. ნუგზარი პროექტში ქალიშვილსა და შვილიშვილთან ერთად მონაწილეობს: „სპექტაკლებში მიმღერია და ბევრიც მიმღერია, მაგრამ ამხელა აუდიტორიის წინაშე არ გამოვსულვარ და ეს ჩემთვის საინტერესოა. დიდი სიამოვნებით და სიხარულით მოვედი აქ…“
ნუგზარ ყურაშვილი იხსენებს, რომ ქალიშვილს მსახიობობა დაუშალა და ამას დღემდე ძალიან ნანობს.
ნუგზარ ყურაშვილისა და მისი ოჯახის შესრულება მაყურებელმა დადებითად შეაფასა.
„არაჩვეულებრივი ტრიო შედგა ნამდვილად, ბატონი ნუგზარი ხომ საოცარი მსახიობია და არანაკლებ საოცარი ხმის მფლობელიც ბრძანებულა… წარმატებები, ყურაშვილებო!“
„თქვენი საოცარი სიმღერების გამო დავდიოდით მეგობრები ახმეტელის თეატრში…“
„ძალიან სასიამოვნო მოსასმენია სიმღერა, როცა ხმები ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს…“, აღნიშნავენ კომენტარებში.