საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ მას როგორც კომპრომატს ისე იყენებენ.
სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ვიდეოში არაფერი უჩვეულო არ ხდება და მას თანამშრომლებთან სწორედ ასეთი უშუალო დამოკიდებულება ჰქონდა.
„მთელი ეს წლები ამ ვიდეოს ატრიალებენ როგორც კომპრომატს. რა არის აქ უჩვეულო – ის რომ კარგ ხასიათზე ვარ? ჩემს თანამშრომლებთან ასეთი არაფორმალური და უშუალო დამოკიდებულება მქონდა,“ – წერს მიხეილ სააკაშვილი.
