ხათუნა ჟორდანია „შუადღესთან“ საუბრისას ზურა ხაჩიძესთან ქორწინებას იხსენებს, რომლის დროსაც მედიაში მათი ურთიერთობის შესახებ უამრავი სტატია დაიწერა.
„როდესაც ზურას გავყევი ცოლად, ჩემზე სოციალური კვლევები ჩაატარეს ჟურნალისტებმა, სხვათა შორის. მაშინ იყო სოციალური ქსელები, მაგრამ ასე არა, როგორც დღეს არის. ჟურნალისტები გავიდნენ ქუჩაში და კვლევა ჩაატარეს, როგორ მოსწონს ხალხს ის ფაქტი, რომ ზურა ხაჩიძემ ცოლად მოიყვანა მასზე უფროსი ხათუნა ჟორდანია. ჩვენ ვიყავით დიდი ბულინგის მსხვერპლი. რა აღარ დაიწერა – რომ ზურამ იმიტომ მომიყვანა და მე ამიტომ გავყევი ცოლად…
რაც შეეხება ჩვენს ქორწილს. ჩვენ დიდი და პომპეზური ქორწილი გვქონდა, რომელზედაც ჩვენი ყველა მეგობარი ჟურნალისტი დავპატიჟეთ და და თან, გავაფრთხილეთ, რომ თუ სურათებს გადაიღებდნენ, ეს არ უნდა ყოფილიყო გასავრცელებლად. ქორწილის მეორე დღეს გამოვდივარ და რომელი ჯიხურისკენაც გავიხედე, ყველგან ჩემი „სიფათი“ იყო… მე და ზურა ვქირაობდით სახლს და გვქონდა ლამაზი ბინა ბუხრით. მთელი ტირაჟი შევიძინე და ბუხარში დავწვი… მე და ზურა ოფიციალურ ქორწინებაში ვართ, თითქმის 20 წელი გახდება… აუცილებლად გადავიხდი კიდევ ქორწილს თეთრ კაბაში…“