მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს? – ამის შესახებ მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა განაცხადა.
კალატოზიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული პირების პროცესს ესწრებოდა.
„რა ხდება? მურუსიძის სასამართლომ და მურუსიძემ, რამდენი დედა უნდა გაამწაროს ყოველ წელს და ყოველი მთავრობის დროს. ეს არის ადამიანი, რომელიც ამწარებდა დედებს…სტუდენტები ხალხო, როგორი ოქროს ფონდი არის დღეს დაჭერილი და ორ კურსს ნასწავლი მოსამართლეები ასამართლებენ. ეს არის წარმოუდგენელი, შარიკოების ქვეყანაში ვართ. როგორ შეიძლება, გაჩერდე ან რაღაცა დათმო, ჩემთვის წარმოუდგენელია,“ – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი.