LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მყავს ჩემი გულისსწორი და იმის ერთგული ვარ მუდამ“ – ვაჩე ღვინიაშვილი

1775
ფორტუნა (21)

მომღერალი ვაჩე ღვინიაშვილი გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა სტუმრად.

ვაჩემ გაამხილა, რომ შეყვარებულია.

„ვიღაც გოგოები მწერენ. „როგორ ხარო“, მეკითხებიან, ვინც მეც მომეწონება ვპასუხობ. რომ მეუბნებიან, მიყვარხარ, მანდ ვჩერდები, იმიტომ რომ მე მყავს ჩემი გულისსწორი და იმის ერთგული ვარ მუდამ. მის ვინაობას არ გავამხელ, იმიტომ რომ მგონია, მას არ ესიამოვნება.

გულისსწორი დაახლოებით ერთი წელია მყავს, პასუხიც მივიღე. მალევე არ მიმიღია პასუხი, ლექსები დამაწერინა“. – ამბობს ვაჩე და დასძენს, რომ ისიც ამოუცნობი რამაა, სიყვარული. ბავშვობაში თეორიასავით მქონდა, რომ სიყვარული დაავადებაა და მისგან განთავისუფლება ძალიან რთულია.

მგონია, რომ სიყვარული არის ყველაზე დიდი თვისება. მგონი კუკარაჩაში ვნახე, რომ „უბედურია ადამიანი, ვისაც ეს თვისება არ გამოუცდია“ და ვისაც ეს თვისება არ გამოუცდია არის მართლა უბედური. კახი კავსაძესაც აქვს ნათქვამი, რომ „ჩვენ მაშინ ვიქნებით ბედნიერები, როდესაც შევძლებთ სიყვარულით გავაგრძელოთ ქვეყნის მართვას“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g