ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე დღე არის დარჩენილი და საზოგადოების დიდი ნაწილი აქტიურად ემზადება წლის ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულთან შესახვედრად.
ნაძვის ხის მორთვა, საახალწლო აქსესუარებით სახლის გაფორმება ის მთავარი ტრადიციაა, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ვხვდებით. გამონაკლისი არც მომღერალ გიგი დედალამაზიშვილის და მისი მეუღლის, მარინა კარპის ოჯახია, რომელიც სოციალურ ქსელში საოცარ კადრებს გვიზიარებს.
ვიდეომ მათი გამომწერების დიდი მოწონება დაიმსახურა და დადებით კომენტარებს არ იშურებენ.
„✨ ულევი ბედნიერება და წარმატებული 2026 მთელ ოჯახს“, „რა კარგიაა და ჯადოსნური“, „ბედნიერ ახლა წელს გისურვებთ! ❤️❤️❤️“, „საყვარელი ოჯახი 😍❤️“, „ყველაზე პოზიტიური და ბუნებრივი წყვილი❤️❤️ ბედნიერებას გისურვებთ მთელი გულით 😍😍😍😍“, – აღნიშანავენ კომენტარებში.
