სუპერქარი Ferrari 488 Pista-მ ნულიდან ას კილომეტრამდე აჩქარება სულ რაღაც 2,26 წამში შეძლო. რგოლი, სადაც სატესტო ავტომობილის აჩქარებაა ასახული, YouTube-ზე ArabGT-ის არხზე დევს.
ოფიციალური მახასიათებლების მიხედვით, პირველ ას კილომეტრს ის 2,85 წამში კრებს, 200 კილომეტრს კი 7,6 წამში. მაქსიმალური სიჩქარე 340 კილომეტრ/საათს შეადგენს.
მოდიფიკაცია Pista, რაც იტალიურად თარგმანში ტრეკს ნიშნავს, სუპერქარს 488 GTB-ის ვერსიაა. ავტომობილი 720 ცხენის ძალის მქონე რვა ცილინდრიანი 3,9 ლიტრიანი და ორ ტურბინიანი ძრავით არის აღჭურვილი. რაც V8 ძრავიან Ferrari-ებს შორის ამ ავტომობილს ყველაზე სწრაფს ხდის.