LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნათია თოდუას ახალი კლიპი სიმღერაზე „მაგნოლია“

2739
naTia-Todua

გერმანიაში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი ნათია თოდუა მალე ახალ კლიპს წარმოგვიდგენს სიმღერაზე „მაგნოლია“. კლიპის რეჟისორი ზაზა ორაშვილი გახლავთ. ვიდეორგოლიდან ახლახან რეჟისორმა რამდენიმე ფოტოკადრი გაავრცელა, ხოლო ნათია თოდუას ოფიციალურ „იუთუბ“-გვერდზე უკვე აიტვირთა კლიპის მთლიანი ვერსია.

სიმღერა „მაგნოლია“ ცინუკი დადიანს ეკუთვნის და ის ანა კალანდაძის ლექსზეა შექმნილი. არანჟირების ავტორი ალეკო ბერძენიშვილი გახლავთ.

ვიდეორგოლში განსაკუთრებულია ნათია თოდუას იმიჯი, რომელზეც შაკო პოპიაშვილმა იმუშავა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g