აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „პროექცია“ ნიკოლოზ წულუკიძე საუბრობს იმ ცუდი გამოცდილების შესახებ, რომელიც სკოლის წლებთან აკავშირებს:
„ყველაზე დიდი პრობლემა მაშინდელი სკოლის ის იყო, რომ ცუდად თუ სწავლობდი, ცუდი ბავშვი იყავი. მე არ ვსწავლობდი კარგად. ამ კომპლექსს სკოლა დებდა შენში… მერე შემხვდა ჩემი მასწავლებელი და მითხრა, ბევრი შეცდომა მაქვს დაშვებულიო. სკოლა გვაკომპლექსებდა…
მერე უცბად მოვხვდი თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც მივხვდი, რომ შეიძლება, ხუთოსანი იყო და არ იყო კარგი ადამიანი და პირიქით. შეიძლება, ნებისმიერი ადამიანი იყოს კარგი ან ცუდი, განურჩევლად იმისა, როგორ სწავლობს, ამიტომ თავისუფლება და სილაღე ვისწავლე. ადრე, სკოლაში თუ ითვლებოდა, რომ კარგ მოსწავლესთან უნდა გემეგობრა, თეატრალურში მივხვდი, რომ უნდა იმეგობრო მასთან, ვისთანაც საერთო ინტერესი გაქვს, ამიტომ სტუდენტობის დროინდელი მეგობრები არიან ჩემთვის ძალიან ძვირფასები…“
