LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინი ბრეგვაძის მორიგი შთამბეჭდავი გამოსვლა The Voice-ის ნახევარფინალში და ფეხზე წამომდგარი ჟიური

4385
BeFunky-collage (1)

შტატებში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი ნინი ბრეგვაძე სასცენო სახელით ცნობილი, როგორც Nini Iris, ამერიკული The Voice-ის მორიგ ტურში კვლავ შთამბეჭდავი შესრულებით გამოვიდა.

ნინი ნახევარფინალში სხვა კონკურსანტებთან ერთად სიმღერით „Don’t Blame Me!“ წარდგა და საკუთარი შესრულებით ჟიური და მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ფინალში მოსახვედრად ნინის ხმები და მხარდაჭერა სჭირდება, რისთვისაც ამერიკაში მცხოვრები ქართველები ყველაზე მეტად უნდა გაერთიანდნენ.

როგორ არის შესაძლებელი ნინი ბრეგვაძის ამერიკის The Voice-ის ფინალში მოსახვედრად ხმის მიცემა

წლევანდელი The Voice-ის მწვრთნელები არიან ჯონ ლეჯენდი, რება მაკენტაირი, გვენ სტეფანი, და ნიალ ჰორანი. ნინი სწორედ One Direction-ის ყოფილი წევრის, ნიალ ჰორანის გუნდშია.

ვიდეო: „მან ეს შეძლო“, „რა მაგარია“ – ნახეთ ნინი ბრეგვაძისა და ნაილ ჰორანის გულწრფელი ემოციები, მას შემდეგ რაც, ნინის ნახევარფინალში გადასვლის ამბავი გაიგეს

ნინი ბრეგვაძემ საკუთარი შესრულებით არაერთხელ აღაფრთოვანა ჟიურის წევრები.

ნინი ნახევარფინალში, 9 საუკეთესო მონაწილეთა შორის, The Cure-ის 1989 წლის ჰიტის Love song შესრულებით მოხვდა. მსოფლიოს

ყველაზე პოპულარული მუსიკალური გამოცემა „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის The Voice-ში გამოსვლას ფენომენალურს უწოდებს: „ძნელია აჯობო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო.

„ძნელია, გადაუსწრო რობერტ სმიტს, მაგრამ ნინიმ ეს შეძლო“ – „ბილბორდი“ ნინი ბრეგვაძის შესრულებას საუკეთესოს უწოდებს

ვიდეო: „შენ საუკეთესო ტალანტი ხარ ამ კონკურსში..“ – როგორ შეაფასა ჟიურიმ ნინი ბრეგვაძის გამოსვლა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები