LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო კობერიძე ემიგრაციაში ყოფნის სიმძიმეზე: „იტალიაში 10 ოჯახი გამოვიცვალე… ისე მენატრებოდა ჩემი ბალიში, მივხვდი, რომ იქ გაჩერება აღარ შემეძლო…“

276
ნინო კობერიძე

მსახიობი ნინო კობერიძე ემიგრაციაში გატარებულ მძიმე წლებს ნიკოლოზ ხაჩიძესთან ინტერვიუში იხსენებს:

„ყოველთვის ვოცნებობდი იტალიაზე და თანახმა ვიყავი, იქ მემუშავა ხელზე მოსამსახურედ, ოღონდ ვყოფილიყავი იტალიაში. შინამოსამსახურედ ვმუშაობდი. 18 თვე ვიყავი იტალიაში და ათი ოჯახი გამოვიცვალე. ჩადიან, ერთ ოჯახს ერგებიან, მაგრამ მე… სამსახური ვერ ამეწყო. დალაგებით აქაც ვალაგებ და იქაც, იქ სამაგიეროდ, ფულს მაძლევენ, რა იყო ამაში სათაკილო… სალაპარაკო იტალიური ვიცოდი… სხვათა შორის იყო ვარიანტი მსახიობობის, შეიძლებოდა მოსინჯვა, მაგრამ ქართველების გამო მომიწია ბარში წასვლა და ეს ვარიანტი ჩაიშალა. ქართველებზე ვიყავი დამოკიდებული და ის შანსი გავუშვი ხელიდან… ისე მენატრებოდა ჩემი ბალიში, ჩემი ოთახი, ისე მენატრებოდა… ნოსტალგია გამოვცადე საკუთარ ზურგზე. 18 თვის შემდეგ ნამდვილად აღარ შემეძლო იქ გაჩერება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები