„ოდრი ჰეპბერნთან გატარებული ერთი დღე არასდროს დამავიწყდება” – ასე იხსენებს ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე ზაკ მირიანაშვილთან, „დილა მშვიდობისა საქართველოში“, თუ როგორ გაიცნო ჰოლივუდის ლეგენდა.
„ოდრი ჰეპბერნს უნდა შევხვედროდი ცოცხალს, წარმოგიდგენია?! დღის პირველი ნახევარი მასთან ერთად გავატარე. გავაცანი ჩემი თავი, როგორც ნუგ. ისე მოეწონა ჩემი სახელი, ასე მომმართავდა. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ. ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისი. მე ვმუშაობდი ატლანტაში, „ენ-ბი-სის“ ფილიალში. ერთ მშვენიერ დღეს დამხვდა ამბავი, რომ „იუნისეფის“ კეთილი ნების ელჩი არის ჩამოსული ატლანტაში, ოდრი ჰეპბერნი თავად. მითხრეს, წადი და გააკეთე სიუჟეტი. ძალიან საყვარელი, თბილი და ტკბილი იყო ურთიერთობაში, ზუსტად ისეთი, როგორი წარმოდგენაც გვქონდა მასზე ჩვენ, მაყურებელს…“