LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო გიორგი სიხარულიძის ფილმს – „პანოპტიკონს“ წარადგენს

1390
page

2026 წელს „ოსკარის“ 98-ე დაჯილდოებაზე საქართველო საკონკურსო ფილმის სტატუსით გიორგი სიხარულიძის 2024 წლის ფილმს, „პანოპტიკონს“ წარადგენს. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა გაავრცელა.

„სპეციალური კომისია, რომელმაც საქართველოდან ოსკარზე წარსადგენი ფილმი შეარჩია, დარგის ექვსი პროფესიონალისგან შედგებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ფილმში მთავარ როლებს დათა ჩაჩუა, ია სუხიტაშვილი, ქეთევან შერვაშიძე და მალხაზ აბულაძე ასრულებენ.

ფოტო: ქართველმა კინოვარსკვლავებმა კახა კინწურაშვილმა, ია სუხიტაშვილმა მერაბ ნინიძემ და სხვებმა ვენეციის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე გაიბრწყინეს

რაც შეეხება ფილმის სიუჟეტს, ის 18 წლის სანდროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად მარტო რჩება. მამა მონასტერში მიდის, დედა საზღვარგარეთ ცხოვრობს, ბებია კი ვეღარ აკონტროლებს მის ყოველდღიურობას. იზოლაციის ფონზე, სანდრო იწყებს საკუთარი სურვილებისა და რწმენის წინააღმდეგ ბრძოლას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები