„პარიზის მოდის კვირეულის“ ფარგლებში „შანელის“ 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენება გაიმართა. ვირჯინი ვიარდმა კოლექცია ბოჰემური სტილის საქორწინო ცერემონიის ფონზე წარადგინა. დეფილე რეგულაციების დაცვით ჩატარდა, დაცული იყო სოციალური დისტანციაც. სტუმრებს შორის ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ, როგორებიც პენელოპა კურუსი, მარიონ კოტიარი და ვანესა პარადი არიან. ჩვენების დასრულების შემდეგ მათ შავ-თეთრ ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.
რაც შეეხება კოლექციას, უახლესი მოდელები თითქოს გასული საუკუნის სტილის კოპირებაა. კოლექციაში კოკო შანელის 1930-იანი წლების ნამუშევრებიც იყო გამოყენებული.