შაკირას, ჟერარ პიკესთან სკანდალური განშორების შემდეგ, უამრავ ცნობილ მამაკაცთან მიაწერეს რომანი, თუმცა, საბოლოოდ სარწმუნო არცერთი გამოდგა.
ამჯერად, კოლუმბიელი არტისტი პაემანზე მედიისთვის უცნობ მამაკაცთან გადაიღეს. წყვილი საღამოთი, რესტორნის ტერასაზე რომანტიკულ ვითარებაში საუბრობდა. ამ დღეს 48 წლის შაკირას ნახევრად გამჭვირვალე კაბა ეცვა.
ჯერჯერობით არ ვიცთ, როგორ დასრულდა შაკირას პაემანი, თუმცა გავრცელებულ ვიდეოს უამრავი კომენტარი მოჰყვა.
„პირველ პაემანზე კოცნა აკრძალულია!“, „ეს შაკირას მომავალი სატრფოა“, „ბოლოს და ბოლოს შაკირაც ბედნიერია“.
„ქალები აღარ ტირიან“ – შაკირამ პიკეს ღალატი აპატია – არტისტის უახლესი პოსტი