LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პირველივე მესიჯის დროს მქონდა განცდა, რომ ეს მესიჯი შეცვლის ჩემს ცხოვრებას“ – მარიამ შარმანაშვილი

381
მარიამ შარმანაშვილი

იტალიელი დირიჟორის კარლო პონტის ქართველი მეუღლე მარიამ შარმანაშვილი გადაცემა „შენი ამბავი თაიასთან“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

ვიდეო: „დედა გარდაცვლილი მყავს, ჩემთვის ეს თემა მძიმეა..47 წლის იყო, მე 21-ის ვიყავი“ – რას ჰყვება მარიამ შარმანაშვილი 

ვიდეო: „ყველა ქალისთვის ჩემი ისტორია მინდა იყოს მაგალითი… მაგალითი გადარჩენის… როგორ არ გაბოროტდე, როგორ აპატიო ადამიანებს, რომლებმაც გატკინეს…“ – მარიამ შარმანაშვილი

მარიამ შარმანაშვილმა დეტალურად გაიხსენა ის მომენტი, როდესაც კარლომ პირველი შეტყობინება მისწერა და ის განცდები გაგვიზიარა, რომელიც იმ წამს დაეუფლა.

„რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში ძალიან მჯერა, რომ დედაჩემმა იქ სადღაც, ძალიან ბევრი ილოცა ჩემზე და მქონდა ეგეთი მომენტი, რომ სანამ ჩემს ცხოვრებაში კარლო გამოჩნდებოდა, გამოცდების პერიოდი მქონდა, ფარმაცევტულ სფეროში ვმუშაობდი და გადავდე წიგნები გვერდით, რადგან მომინდა დედასთვის მეთქვა – „ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მომიტანს ჰარმონიას“. 

იმდენად შევიგრძენი ის სიხარული, რომ ეს ყველაფერი მქონდა… თითქოს მანიფესტაცია გავაკეთე. რამდენიმე დღე იქნებოდა გასული, კარლოს პირველი მესიჯიდან… საქმე ისაა, რომ მე არ ვიცოდი, რომ კარლო კარლო იყო.

პირველივე მესიჯის დროს მქონდა განცდა, რომ ეს მესიჯი შეცვლის ჩემს ცხოვრებას“, – ამბობს მარიამ შარმანაშვილი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g