მსახიობ გიორგი ყიფშიძის ყოფილი მეუღლე, ენი გასიევა ია ფარულავას „ფარული კონვერტის” სტუმარია, რომლის ეთერშიც ქმართან დაშორების მიზეზებზე საუბრობს.
„მე და გიორგის დაშორების სერიოზული მიზეზი არ გვქონია. ბევრი რამე დაგროვდა და რაღაცებში ვერ დავემთხვიეთ. იყო რაღაც გარემო პირობები და აქედან გამომდინარე ცოტა დავიძაბეთ. საბოლოოდ დასრულდა ისე როგორც დასრულდა. გიორგიმ ჩემს დაუკითხავად გადაწყვიტა ძიძის აყვანა. მე მივდივარ ხოლმე და ვნახულობ ბავშვებს. ახლა ჩემს მიმართ ემოციური ფონი აქვს”, – საუბრობს ენი გასიევა.
ცნობისთვის, გიორგი ყიფშიძე ენისთან მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა. მსახიობს სამი ქორწინებიდან ოთხი შვილი ჰყავს.
გიორგი ყიფშიძე მეუღლეს დაშორდა – ლენუკა ყიფშიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს
ვიდეო: გიორგი ყიფშიძე ძიძას ეძებს: „მინდა, ვინმე ორი ბავშვის გაზრდაში დამეხმაროს…“