ქართველი რეპერი ლექსო ქავთარაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება და მედიასთან საუბრისას ბოლო მოვლენებს აფასებს.
მისი თქმით, დღეს ნამდვილი საქართველო იბადება.
„ქმნადობის პროცესია ახლა, ახალი, ნამდვილი საქართველო იბადება. მაგარი განწყობაა. ახალი და ძველი თაობები არ მიიღებენ სახელმწიფოს მიტაცებას. ეს ჩვენი და ჩვენი შვილებისაა და არა რუსების“, – აცხადებს ლექს-სენი.