მომღერალმა და ტელეწამყვანმა თამრიკო ჭოხონელიძემ გადაცემა „შენი დილის“ ეთერით საზოგადოებას ნათლისღების დღესასწაული მილოცა და საზოგადოებას მიმართა, რომ ერთიანობით ცივილიზებული სამყარო სხვანაირად დაგვინახავდა.
„ქვეყნის დამღუპველები არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს ვერ ხედავენ რეალობას და იმას, რა დღეში ჩავვარდით… ჩვენ რომ ერთად ვყოფილიყავით, ცოტა სხვაგვარად დაგვინახავდა ევროპაც და მთელი ცივილიზებული სამყარო“, – აცხადებს თამრიკო ჭოხონელიძე.