LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროკავშირის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო…“ – გორის საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

229
გორის საკრებულოს თავმჯდომარე სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროკავშირის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს!“, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეებს სიტყვიერი დაპირისპირებისას მოღალატეები უწოდა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქვეყნის მოღალატეების ადგილი საკრებულოში არ არის.

„ქვეყნის მოღალატეების ადგილი აქ არ არის! ყიდიან საქართველოს! ვინც უჭერს მხარს ევროკავშირის რეზოლუციას, ყველა არის საქართველოს მოღალატე! ქვეყნის ღალატის უფლება არავის აქვს! ეს ყველამ გაიგოს! მათ ნებართვა უნდა აეღოთ ჩემგან. მე მივცემდი მაგ ნებართვას, მაგრამ ეს თავხედობა ვერ ავიტანე, რომ რეგლამენტი დაარღვიეს… ევროკავშირმა რაც გააკეთა, ორი იმდენი თან წაიღო. რა წაიღო?! უამრავი რაღაცა… თუნდაც ის აგენტები დააფინანსა, რომლებიც დღეს საქართველოს ებრძვიან,“ – განაცხადა რაზმაძემ.

ცნობისთვის, დღეს გორის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო.

საკრებულოში მისული მოქალაქეების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დასრულდა და მათ სიტყვის თქმის უფლებით სარგებლობა მოითხოვეს, მათივე თქმით კითხვების დასასმელად მისული მოქალაქეები სხდომათა დარბაზიდან გააძევეს.

„იმიტომ გვაძევებენ, რომ მოვითხოვეთ სიტყვა. მოქალაქეები მოვედით, რადგან მოვითხოვეთ სიტყვა. მგონი, თვითმმართველობა იმისთვისაა, რომ სიტყვა მოვითხოვოთ და ჩვენი მოსაზრებები ვთქვათ. ეს არ შეიძლება?!,“ – განაცხადა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ხმაური, დაპირისპირება და გორის საკრებულოს თავმჯდომარის რუსული პროპაგანდა

ხმაური, დაპირისპირება და გორის საკრებულოს თავმჯდომარის რუსული პროპაგანდა | საკრებულოს სხდომიდან კითხვების დასასმელად მისული მოქალაქეები გააძევეს

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on პარასკევი, 14 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g