ნოე სულაბერიძის გადაცემაში მალე ლეგენდარულ იტალიელ მსახიობთან, ორნელა მუტისთან ინტერვიუს ვიხილავთ. „მიყურეთ ნოესთან“, ამბობს მსახიობი ქართულ ენაზე გადაცემის ანონსში.
ანონსიდან ჩანს, რომ პირადი თემებისა და კინოს გარდა, ნოე სულაბერიძე ორნელა მუტის პოლიტიკური შეხედულებებითაც ინტერესდება და მას უსვამს კითხვას, გაუჩნდა თუ არა პროტესტი, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.
გადაცემას „იმედზე“ 28 აპრილს ვიხილავთ.