LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა საოცარი ხმა აქვს ამ ბავშვს, ის ყველასათვის საყვარელი მომღერალი იქნება… ბულბულივით გალობს“ – დაჩი ღლონტის და ვაკო ასათიანის მიერ შესრულებული „რომ იცოდე ჩემი გულის დარდები“

811
დაჩი ღლონტი

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის საშუალებით ფართო აუდიტორიამ ძმები – დაჩი და საბა ღლონტები გაიცნო.

ვიდეო: „ღმერთო, რა საოცარი ბიჭები ხართ! „ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი სიმღერაა“ – დაჩი და საბა ღლონტის მორიგი საოცარი შესრულება

ძმებმა, რომლებიც სხვადასხვა ქართულ სიმღერას, გიტარის თანხლებით არაჩვეულებრივად ასრულებენ, მსმენელი მალე მოხიბლეს.

როგორც მოგვიანებით ფოლკლორული სტუდია „შავნაბადას“ პედაგოგმა, ანსამბლ „შავნაბადას“ წევრმა, ვაკო ასათიანმა გაავრცელე ინფორმაცია, დაჩი და საბა მისი მოსწავლეები არიან.

„ეს ოქროს ბიჭები ჩემი მოსწავლეები არიან, რასაც ამ ვიდეოში ისმენთ, არ ისწავლება, მღერის ასეთი დახვეწილი კულტურა თანდაყოლილია“ – რას წერს ვაკო ასათიანი ძმებ დაჩი და საბა ღლონტებზე, რომელთა ვიდეოებიც ინტერნეტსენსაციად იქცა

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემას – „დღე პირველ არხზე“, დაჩი ღლონტი სწორედ პედაგოგთან, ვაკო ასათიანთან ერთად ეწვია. მათ გადაცემაში ერთად შეასრულეს რევაზ ლაღიძის მიერ არანჟირებული, გიორგი ჩუბინაშვილის კომპოზიცია – „რომ იცოდე ჩემი გულის დარდები“.

„სიმღერა, რომელსაც ლოცვის მადლი შესძინა ამ საოცარმა ბიჭმა“, „რა საოცარი ხმა აქვს ამ ბავშვს, ის ყველასათვის საყვარელი მომღერალი და ადამიანი იქნება“, „არაჩვეულებრივი ხმაა“, „რა, თბილად მღერის“, „გულის სიმებს ეხება“, „სასწაული ბიჭი“, „ბულბულივით გალობს“, „უტკბილესი ხმა აქვს“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

„გულით მჯერა შენი შესაძლებლობების! ოცნებების ახდენას გისურვებ!“ – მამის გულთბილი მილოცვა იუბილარ დაჩი ღლონტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g