„რუსთავი 2“-ზე „საქართველოს ხმის“ მეორე სეზონი დაიწყო და უკვე გამოჩნდნენ ახალი საინტერესო სახეები.
სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოიპოვა მარიამ ქუთათელაძემ, რომელიც ჟიურის წინაშე ფანდურით ხელში წარდგა და შეასრულა სიმღერა „არხოტის ცასავით“.
მისმა კოლორიტულმა შესრულებამ არა მხოლოდ ჟიური, არამედ დარბაზიც და მაყურებელიც მოხიბლა:
„წარმატებები ნიჭიერო, ლამაზო და ტკბილო გოგო…“
„განძია განძი ფასდაუდებელი, ეს ბავშვი…“
„ოხ, შენ გენაცვალე ქართულ გულში…“
„რა ძალიან ლამაზია და ლამაზი ხმა აქვს…“
„რა სილამაზე აქვს ამ ბავშვს, ღმერთო
ხმა ცალკე თემაა კიდევ…“
