რადიო “ჯორჯიან თაიმსის” გენერალურ დირექტორს, პაპუნა გულაშვილს, “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა.
“ჯორჯიან თაიმსის”ინფორმაციით, პაპუნა გულაშვილი ოფისში მოდიოდა, რა დროსაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მოსთხოვა მას მანქანა გაეჩერებინა და აქციის მონაწილეებს შეერთებოდა.
პაპუნა გულაშვილმს აუხსნა, რომ ის მიდიოდა ოფისში, მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რა დროსაც აქციის მონაწილემ მას დროშის ტარი სახის არეში ჩაარტყა.
“ჯორჯიან თაიმსი” მომხდარის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.