ჰიუ ლორი, „ტვიტერზე“ პოსტს ავრცელებს და ანტივაქსერულ მოძრაობას ეხმაურება. ჯერ კიდევ გასულ წელს „ექიმი ჰაუსის“ შემსრულებელმა მსახიობმა მედიკოსებს და მეცნიერებს ვაქცინის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია გამოთქმა “იფიქრე შენით” იქამდე, ვიდრე არ გამახსენდება, რომ ვერასოდეს შევძლებდი იმ კონცეფციების 99%-ის მოფიქრებას, რომლებსაც ყოველდღიურად ვეყრდნობი, რათა გადავრჩე. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამაზე ჩემს მაგიერ იფიქრა“, – წერს ლორი სარკაზმით ანტივაქსერებზე.
I find the injunction ‘think for yourself' very stirring – until I remember that I could never have conceived of 99% of the concepts I rely on every day to survive. I’m extremely grateful to those who have thought for me.
— Hugh Laurie (@hughlaurie) September 10, 2021
I’m sure lots of people have said this already – I just haven’t seen it anywhere – but thank you to all the scientists, researchers, administrators, technicians, logisticians for bringing this extraordinary vaccine into existence.
— Hugh Laurie (@hughlaurie) December 3, 2020
ცნობისთვის, მსახიობი დიდი ხანია მეცნიერებისა და ვაქცინაციის მხარდამჭერია. გაგახსენებთ საკულტო სერიალიდან ერთ ეპიზოდს, სადაც ექიმი ჰაუსი ჩვეული სარკაზმით, საკმაოდ უხეშად ცდილობს პაციენტს ვაქცინაციის შესახებ თვალი აუხილოს.