ნოდარ სიმსივე აქვეყნებს ამონარიდს ცნობილი ქართველი რეჟისორის, ლევან კოღუაშვილის ლექციიდან ამონარიდს, სადაც ის საუბრობს, რატომ არიდებს თავს გინების და ნარკოტიკების მოხმარების ჩვენებას კინოში.
„ერთ-ერთი პროდიუსერი მეუბნება, კინოს ვერ გადაიღებ ქუჩაზე, თუ იქ არ იგინებიანო. პროფესიონალური სურვილი გამიჩნდა, გადამეღო კინო ქუჩაზე გინების გარეშე. მინდა, ჩემი ფილმი ნახოს ჩემმა შვილმა და არ მინდა, საათნახევარი ისმინოს დედის გინება, მაგრამ იმავე დროს, მინდა ვიყო პროფესიონალი და როგორც კინორეჟისორი, დამაჯერებელი. თურმე შეიძლება, ოღონდ ამოცანა უფრო რთულდება და საინტერესო ხდება.
შემიძლია თუ არა ვაჩვენო ნარკოტიკები, როცა კინო ნარკოტიკებზეა? ფსიქოლოგი მეუბნება, რომ რაც უნდა დანებებული ჰქონდეს მომხმარებელს თავი, რაც უნდა ნეგატიურ კონტექსტში აჩვენო, შეიძლება გაუჩნდეს კვლავ მოხმარების სურვილი. მაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს არ ვაჩენო. არ მიღირს, თუკი ერთ ადამიანს მაინც მოვანდომებ. ეს უფრო მეტია, ვიდრე მორალი. ეს არ გიფუჭებს საქმეს. თუ ვაჩვენე კინო ნარკოტიკებზე ნარკოტიკების გარეშე, ეს უფრო საინტერესოა…“